გიორგი გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს
ყოფილ პრემიერ-მინისტრს, პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერს, გიორგი გახარიას ბრალი ოფიციალურად, დაუსწრებლად, უკვე წარედგინა.
ექსპრემიერს ორზე მეტი პირის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებენ.
გახარიასთვის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო, სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს.
შეგახსენებთ, გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ განცხადება პროკურატურამ გუშინ გააკეთა. უწყების ინფორმაციით, საქმე 2019 წლის ივნისის მოვლენებსა და ჩორჩანას ეპიზოდს ეხება.