“ცდილობენ, დაისაჯოს ჩვენი ქვეყანა ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ქვეყანაში მშვიდობა იყოს და ვიცავთ ხალხის ინტერესებს” – ბოჟაძე
“ეს არის კიდევ ერთი, უსამართლო დამოკიდებულების გამოხატულება ჩვენი ქვეყნის მიმართ”, – ამის შესახებ „ქრონიკას“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ვლადიმერ ბოჟაძემ განუცხადა.
კერძოდ, ბოჟაძე ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირის გაფართოების გზაზე საქართველოზე წინ არიან.
„ეს არის კიდევ ერთი, უსამართლო დამოკიდებულების გამოხატულება ჩვენი ქვეყნის მიმართ. თქვენ იცით, რომ ნებისმიერი კვლევა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულა, თავად ევროკომისიის დასკვნები ადასტურებს, რომ საქართველო არა მხოლოდ ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის, მათ შორის, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მიმართებით ბევრი პარამეტრით წინ არის.
ისინი ცდილობენ, დაისაჯოს ჩვენი ქვეყანა ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რათა ქვეყანაში მშვიდობა იყოს და ვიცავთ ქვეყნის, ხალხის ინტერესებს. რაც შეეხება, რამდენად წინ არის ან უკრაინა, ამ მოლდოვა რამეში, ეს ადვილი შესაფასებელია ნებისმიერი კვლევით და იმით, რაც ხდება ახლა მოლდოვაში, რაც ხდება ახლა უკრაინაში“, – აღნიშნა ბოჟაძემ.