პაკისტანში უამინდობის გამო დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა
პაკისტანში დიდთოვლობის გამო, დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა, 53 დაშავებულია.
გაზეთ Dawn-ის ინფორმაციით, მსხვერპლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აზადის რეგიონშია, სადაც 66 გარდაცვლილია. ბელუჯისტანში 20, პენჯაბის პროვინციაში კი 7 დაღუპულია.
ადგილობრივი ხელისუფლება მსხვერპლის რიცხვის გაზრდას არ გამორიცხავს, რადგან რამდენიმე რაიონში მისვლა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.