ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები განმეორებით 22 მარტს გაიმართება
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები განმეორებით 22 მარტს გაიმართება.
ოპოზიციური ძალების “ამცახარას” ლიდერის ასლან ბჟანიას თქმით, ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 22 მარტს განსაზღვრა “საპრეზიდენტო არჩევნების” განმეორებითი თარიღი.
“სხდომა გაიმართა, 2020 წლის 22 მარტს ხელახალი “საპრეზიდენტო” არჩევნები გაიმართება. ეს თქვენი მუშაობის შედეგია, თუმცა რჩება გადაუჭრელი საკითხები. გთხოვთ, რომ ყველა ერთად მოთმინებით ვიყოთ”, – მიმართა ბჟანიამ დე ფაქტო პრეზიდენტის “რეზიდენციაში” შეკრებილებს.
ცნობისთვის, 9 იანვარს სოხუმში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო, ოპოზიციის წარმომადგენლები “პრეზიდენტის” გადადგომას ითხოვდნენ. 10 იანვარს “უზენაესი სასამართლოს საკასაციო ინსტანციამ” “ცესკოს” გადაწყვეტილება სექტემბერში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შესახებ არაკანონიერად გამოაცხადა. როგორც ცნობილია რაულ ხაჯიმბა ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პრეზიდენტის უფლებამოსილებას ასრულებს.