ოკუპირებული აფხაზეთის სპეცსამსახურები ინფორმაციას ამოწმებენ სოხუმის საპროტესტო აქციაში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სპეცსამსახურები ამოწმებენ ინფორმაციას სოხუმის საპროტესტო აქციაში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მონაწილეობის შესახებ. სააგენტო „ტასს“ აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა მუჰამედ კილბამ განუცხადა, რომ არ არის გამორიცხული, მათ შორის, უკრაინის მოქალაქეებიც იყვნენ.
მისივე თქმით, არ შეიძლება სხვა ქვეყნის მოქალაქეების მონაწილეობის გამორიცხვაც, „მათ შორის, საქართველოს მხრიდანაც“.