ზუგდიდში “ალილოს”ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ
ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ზუგდიდში, საშობაო ალილოს მსვლელობა გაიმართა. ტრადიციული მსვლელობა ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთიმშობლის ხატის სახელობის ტაძრიდან დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა სასულიერო პირებმა და მრევლმა მიიღო, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.
საზეიმო მსვლელობას, სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე დავით ფარცვანია, მოადგილეები ლუდუკ ხასია, დავით ვერავა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეუერთდნენ, მათ მსვლელობის მონაწილეებს საშობაო ნობათი გადასცეს და დღესასწაული მიულოცეს.
ალილოს მსვლელობა ზუგდიდის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის მშენებარე საკათედრო ტაძარში დასრულდა, სადაც საზეიმო პარაკლისი ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა მალხაზ ჭანტურიამ აღავლინა.
ქრისტეს შობის დღესასწაულთან დაკავშირებით საშობაო მსვლელობა ზუგდიდთან ერთად სამეგრელო-ზემო სვანეთის სხვა მუნიციპალიტეტებშიც მოეწყო.
მაცხოვრის შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ტრადიციული ალილო ყოველწლიურად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 7 იანვარს იმართება.