,,ალილო“- ბათუმის ქუჩებში ტრადიციული საშობაო მსვლელობა მოეწყო
შობის დილას ბათუმის ქუჩებში ტრადიციული ,,ალილო“ მოეწყო. მსვლელობა ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან 12 საათზე დაიწყო. მღვდელმსახურებმა და მორწმუნეებმა ქუჩები გალობით მოიარეს. მათ ბათუმში მცხოვრები მართლმადიდებლებიც შეუერთდნენ და სრულიად საქართველოს ქრისტესშობა მიულოცეს.
,,ეს დღე იმის მომასწავებელია რომ სასწაული ხდება, ქრისტეს განკაცება უდიდესი ბედნიერებაა, ეს არის სიცოცხლის, იმედის, რწმენის, სიყვარულის დაბადება. ჩვენ ამ დღეს მართმადიდებელ მრევს ვულოცავთ. უფლის წყალობა არ მოკლებოდეს სრულიად საქართველოს“- აღნიშნა ,,ალილოს“ ერთ-ერთმა მონაწილემ.
შობის საგალობლებით მსვლელობა გმირთა ხეივანში დასრულდა.