გორის ქუჩებში საშობაო “ალილოს” მსვლელობა დაიწყო

სადღესასწაულო მსვლელობა გორის ღვთის მშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდანგორისა და ატენის მიტროპოლიტის მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხვევით დაიწყო. საშობაო ალილოს მსვლელობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად შეუერთდნენ.
საქართველოში ალილოს ტრადიციას მრავალწლიანი ისტორია აქვს, რომელიც საქართველოს ისტორიაში მხოლოდ ერთხელ დაირღვა — საქართველოს გასაბჭოების შემდეგ. 1990 წლებში კათალიკოს პატრიარქმა ილია მეორემ აღადგინა.
„მინდა მივულოცო გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასა და სრულიად საქართველოს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. მინდა 2020 წელი საქართველოსთვის იყო გამთლიანების , ხვავის , ბარაქის მომტანი. დღევანდელ საზეიმო მსვლელობაში როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ასევე რიგითი მოქალაქებიც შემოგვიერთდნენ.ესაა ერთერერთი ულამაზესი და უძველესი ქართული ტრადიციული დღსასწაული, რომელიც ჩვენმა პატრიაქმა ილია მეორემ გააცოცხლა“ -, განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები