ავლაბარში ავტობუსი ხეს დაეჯახა, ერთი მგზავრი დაიღუპა

თბილისში, ყვითელი ავტობუსი ხეს დაეჯახა. ავარიის შედეგად ერთი მგზავრი, შუახნის ქალი დაიღუპა, ავტობუსის მძღოლი კი, მსუბუქად დაშავდა.

როგორც “კვირას” შსს–ში განუცხადეს, გამოძიება 276 მუხლის, მე–6 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები