საქსტატი – ნოემბერში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 6.4% შეადგინა
2019 წლის ნოემბერში საქართველოს ეკონომიკა 6.4%-ით გაიზარდა. 2019 წლის 11 თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 5.3% შეადგინა.
“2019 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ საქმიანობებში: დამამუშავებელ მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, მშენებლობა, საბითუმო და საცალო ვაჭრობა, ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი. კლება დაფიქსირდა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების, ხელოვნების, გართობისა და დასვენების დარგებში,” – ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.