შალვა კერესელიძემ მცხეთაში, წეროვანის დევნილთა დასახლებასა და მთიანეთში მცხოვრებ მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მცხეთაში, წეროვანის დევნილთა დასახლებასა და მთიანეთში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოჯახის წევრებს წინასაახალწლოდ სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
“მინდა, დამდეგი შობა-ახალი წელი მოგილოცოთ. ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს გისურვებთ თქვენ, თქვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს. მოხარული ვარ, რომ 2019 წელი მცხეთა-მთიანეთისთვის ნაყოფიერი იყო. მჯერა, მომავალი წელი ჩვენი რეგიონის მცხოვრებლებისთვის უფრო მეტი სიკეთის მომტანი იქნება. ამისთვის სახელმწიფოს შესაბამის უწყებებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ“- აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მოსახლეობასთან საუბარში.
შალვა კერესელიძე, წეროვანის დევნილთა დასახლებაში, ადგილობრივი ანსამბლემის მონაწილეობით გამართულ საახალწლო ღონისძიებასაც დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები