ზუგდიდის მერმა 104 წლის ბუცა კანკიას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ, 104 წლის ბუცა კანკიას, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

მერმა 104 წლის ქალბატონს ჯანმრთელობა, დიდხანს სიცოცხლე უსურვა და საახალწლო სასაჩუქრე პაკეტი გადასცა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ყოველწლიურად 100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს 500 ლარს ურიცხავს.

ცნობისთვის, სოციალური პროგრამის მიხედვით, სადღესასწაულო კალათებს, დედ–მამით ობლები, მარტოხელა მშობლები, მრავალშვილიანი ოჯახები, 100 წელს გადაცილებული ხანდაზმულები და ომის მონაწილე ვეტერანები მიიღებენ. საახალწლო საჩუქრების დარიგება უკვე დაწყებულია. სასაჩუქრე კალათა ყველა საჭირო პროდუქტს მოიცავს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები