ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც 7 657 500 ლარით განისაზღვრა.
2019 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით, მომდევნო წლის ბიუჯეტი 1381.4 ათასი ლარით გაიზარდა.
2020 წლის ბიუჯეტს ახალ პრიორიტეტებად სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ემატება. ბიუჯეტში პრიორიტეტებად დარჩება ინფრასტრუქტურის, კულტურისა და განათლების მიმართულებები.
მუნიციპალიტეტის მთავარი ფინანსური დოკუმენტი საკრებულომ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.