ზუგდიდის სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს
ზუგდიდის სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, დავით ფარცვანიამ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი შენგელიამ დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს.
ვიცე-გუბერნატორმა და ზუგდიდის მერმა ბენეფიციარებს საახალწლო საჩუქრები გადასცეს.
“დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცეთ ბენეფიციარებს. მნიშვნელოვანია ამ ადამიანების დაფასება, მათ სჭირდებათ ზრუნვა, მათ სჭირდებათ სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა. არამარტო მათ, არამედ მთელს საქართველოს ვულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელს“, – აღნიშნა ვიცე-გუბერნატორმა დავით ფარცვანიამ.
“ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ჩვენს ბენეფიციარებს,რათა აქტიურად იყვნენ ჩართული საზოგადოებრივ ცხოვრებაში“, – განაცხადა ზუგდიდის მერმა გეგა შენგელიამ.
ზუგდიდში,თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე სოციალურ საცხოვრისში 14 ოჯახი ცხოვრობს.
ზუგდიდის მერია საახალწლო საჩუქრებს ჯამში 550 ბენეფიციარზე მეტს გადასცემს.