სოციალურად დაუცველ, უდედმამო და შშმ პატარებს გორის მერიამ სიურპრიზი მოუწყო

სოციალურად დაუცველ, უდედმამო და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატარებს გორის მერიამ სიურპრიზი მოუწყო.

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე პაატა ივანიშვილი ანიმატორებთან და თოვლის ბაბუასთან ერთად კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის და საზოგადოება ბილიკის აღსაზრდელებს ესტუმრა.

ზღაპრის გმირებმა პატარების განწყობაზე იზრუნეს, თოვლის ბაბუამ ბავშვებს საჩუქრები გადასცა.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელი დღის გალამაზება შევძელით. პატარებთან ერთად ახალი წლის მოახლოება ვიზეიმეთ. მერია ყოველთვის ზრუნავს მათ კეთილდღეობაზე. მინდა ყველას მივულოცო შობა – ახალი წელი და ბევრი ბედნიერი და ლამაზი დღე ვუსურვო“,- განაცხადა პაატა ივანიშვილმა.

პატარების საახალწლო სიურპრიზი გორის მერიის კულტურული ღონისძიებების თანადაფინანსების პროგრამით დაფინანსდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები