ქალი ქმრის გვამს მაცივარში 11 წლის განმავლობაში ინახავდა
აშშ-ს შტატ იუტაში პოლიციამ 75 წლის ქალბატონი ბინაში გარდაცვლილი იპოვა. სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ მათ კიდევ ერთი აღმოჩენა გააკეთეს. აღმოჩნდა, რომ იქ მამაკაცის ცხედარი იყო მოთავსებული.
პოლიციამ დაადგინა, რომ ცხედარი გარდაცვლილი ჯეან სოურონ-მატერსის მეუღლეს, 69 წლის პოლ ედუარდ მატერსს ეკუთვნოდა.
გამომძიებლებმა ჯერ არ იციან, რა გახდა მამაკაცის გარდაცვალების მიზეზეი და არის თუ არა მისი მეუღლე ამ ფაქტთან დაკავშირებული.
მეზობლების ინფორმაციით, პოლ ედუარდ მატერსი მათ ბოლოს 11 წლის წინ ნახეს.
ამავდროულად გამომძიებლები აცხადებენ, რომ ქალის ცხედარზე რაიმე ტრამვა არ აღინიშნებოდა და ორივე ცხედარი სამედიცინო ექსპერტიზაზეა გადაყვანილი.