სოფელ ზედა ეწერში ხანძარია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზედა ეწერში, კომპანია “გემუანის” სასაწყობე მეურნეობის უკან, ხანძარია.

ცეცხლი დაახლოებით სამ ჰექტარზეა გავრცელებული. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, არის საშიშროება,რომ ხანძარი მოსახლეობის თხილის და კივის პლანტაციებს გადაედოს.

“არის საშიშროება იმისა, რომ სხვა ფართობზეც გავრცელდეს ხანძარი,ვითარებას ძლიერი ქარიც ართულებს”,-აცხადებენ სოფლის მაცხოვრებლები.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე, ხანძრის სალიკვიდაციოდ,  სამაშველო სამსახურის თანამშრომლები უკვე მუშაობენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები