სოფელ ხიდისთავის გაზიფიცირება დასრულდა

გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხიდისთავის გაზიფიცირება დასრულდა. ბუნებრივი აირი, დღეს პირველად, კოშორიძეების ოჯახში აინთო.

გაზის ანთების ცერემონიას “სოკარ ჯორჯია გაზის” გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის დირექტორი მიხეილ შალამბერიძე , შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი და გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

“დღეს, სოფელ ხიდისთავში პირველად გაეშვა ბუნებრივი აირი. ეს არის ის პროცესი , რომელიც ბოლო პერიოდში დაჩქარდა. ჩვენი მხრიდან ჩვენ ძალიან კოორდინირებულად ვიმუშავეთ სოკარ გაზ ჯორჯიასთან , ეკონომიკის სამინისტროსთან , გაზის ტრანსპორტის კომპანიასთან . ეს არის ის ეტაპი, როდესაც წლების წინ დაწყებული საქმე გრძელდება , ეტაპობრივად ჩვენს მოსახლეობას ვაწვდით ბუნებრივ აირის“,- განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

“ჩვენ ვიმყოფებით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში , სადაც საქართველოს ტრანსპორტირების კომპანიამ დაასრულა სამუშაოები. საერთო ჯამში აშენებული იქნა 32 კილომეტრამდე გაზსადენები და სოფლის მოსახლეობის კომლთა რაოდენობა საკმაოდ დიდია , შეადგენს 1250 კომლს. მათ უკვე შეუძლიათ იმ სიკეთით სარგებლობა, რასაც ბუნებრივი აირი ჰქვია“,- საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის მენეჯერმა განაცხადა გიორგი შემოზაშვილმა.

​ როგორც ადგილობრივები ამბობენ, სოფლის გაზიფიცირება მათ ძალიან დაეხმარებათ.

“ძალიან დიდი სიხარულია. თითქმის ყველა სოფელში იყო გაზი , მიუვალ ადგილებშიც კი და მხოლოდ ჩვენს სოფელს არ ჰქონდა გაზი, რომელიც ქალაქიდან რამოდენიმე კილომეტრში მდებარეობს. გვიწევდა გაზის ბალონების მუდმივად დატენვა. ეს არის მთლიანად სოფლის სიხარული. მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინ ჩვენს ამ სიხარულში წვლილი შეიტანა.ამ დრომდე გათბობა ღუმელით გვიწევდა, მოგეხსენებათ შეშა არ ისე იაფია“, – განაცხადა ნათელა კოშორიძემ ადგილობრივი.

სოფლის გაზიფიცირების სამუშაოები 2018 წელს დაიწყო . პროექტი საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ აწარმოა.

სოფელ გაზიფიცირების პროექტის საერთო ღირებულებამ 1 მილიონი ლარი შეადგინა. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის წარმომადგენლის, გიორგი შემოზაშვილის განცხადებით, 1250 კომლიანი სოფლიდან, სოკარ გაზ ჯორჯიას აბონენტად დარეგისტრირების მოთხოვნით, უკვე 60 ოჯახმა მიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები