ფახულანის საოკუპაციო ხაზთან მოძრაობა “ხმამ” ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გამართა

სამოქალაქო მოძრაობა “ხმამ” ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი მსვლელობა მოაწყო. ქ.ჯვარის კულტურის სახლიდან ორგანიზებულად მოეწყო მსვლელობა სოფელ ფახულანის საოკუპაციო ხაზამდე.
სოფელ ლიის ცენტრიდან ე.წ საოკუპაციო ხაზამდე კი მსვლელობა ველოსიპედებით გაიმართა.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ორგანიზაცია მხარდაჭერას უცხადებს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს. სამოქალაქო მოძრაობამ ღონისძიების გამართვის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გაავრცელა და ახალგაზრდებს აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს გაიტაცეს, მას დე-ფაქტო ცხინვალი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება. ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით არაერთი აქცია გაიმართა, ეს საკითხი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მთავარი თემაც გახდა. ვაჟა გაფრინდაშვილს დე-ფაქტო სასამართლომ გუშინ თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 9 თვით მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები