“ძალიან ლამაზი იყო” – ვინ არის ქართველი გოგონა, რომელიც ათენში გარდაცვლილი იპოვეს

ათენში დაღუპული 25 წლის ქართველი გოგონა, ოზურგეთელი მეგი კუპრაძეა. ის, დედასთან ერთად, საბერძნეთში 6 წელი ცხოვრობდა.

როგორც „რეგიონულ კვირას“ ოჯახის ახლობელმა განუცხადა, გარდაცვალების დეტალები მისთვის უცნობია.

“მამა ოზურგეთში ცხოვრობდა, პერიოდულად ჩადიოდა მეუღლესთან და ქალიშვილთან. ამბობდა, რომ საბერძნეთში ვერ ძლებდა. რაც საქართველოდან წავიდა მეგისთან ჩვენ კონტაქტი არ გვქონია. მამა გუშინ გაემგზავრა, ისე წაიყვანეს თბილისში, არ იცოდა რა ხდებოდა მისი ოჯახის თავს. იქ ჩასვლის შემდეგ გაიგო ქალიშვილის დაღუპვის ამბავი. ძალიან ლამაზი გოგო იყო, აქ რომ ცხოვრობდა ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა. მეც სოციალური ქსელით გავიგე, რომ დაიღუპა. მისმა ბაბუამ და ოჯახის სხვა წევრებმა არ იციან, რომ თავი ჩამოიხრჩო. მათ იციან, რომ ავტოკატასტროფაში დაიღუპა. დედა დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა საბერძნეთში, თითქმის 90-იანი წლებიდან მოყოლებული”, – გვიყვება ოჯახის ახლობელი.

შეგახსენებთ, რომ ათენში , კალიმარის სკვერში, ახალგაზრდა ქალი ჩამომხრჩვალი იპოვეს. გარდაცვლილი საბერძნეთში დედასთან ერთად ცხოვრობდა. მას ბერძენი შეყვარებული ჰყავდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე იგი ოზურგეთში, მამას ესაუბრა. დედა და შეყვარებული კი მას ტელეფონზე ვერ დაუკავშირდნენ. ახლობლების ინფორმაციით, გოგონას თვითმკვლელობის მიზეზი არ ჰქონდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები