სუს-ი: გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა წარმოადგენს უკანონო პოლიტიკის ნაწილს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაზე დაყრდნობით, ადასტურებენ, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს უკანონო პატიმრობა გაუხანგრძლივდა.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზით“ მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ადასტურებს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საქართველოს მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილისთვის უკანონო პატიმრობის გახანგძლივებას.

ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა წარმოადგენს უკანონო პოლიტიკის ნაწილს, რაზეც სრული პასუხისმგებლობა საოკუპაციო რეჟიმს ეკისრება. აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ოკუპირებულ რეგიონში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის და ადგილზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას.
​სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მუდმივ რეჟიმში გააგრძელებს ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად მუშაობას და აღნიშნულ უკანონო გადაწყვეტილებაზე საერთაშორისო ორგანიზაციების და საქართველოს პარტნიორი ქვეყნების ინფორმირებას”,-ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. ​
შეგხსენებთ, ცხინვალში საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 9 თვით შეუფარდა. ე.წ მოსამართლემ ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა და გაფრინდაშვილს პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები