ოკუპირებულ აფხაზეთში კაფესთან მომხდარი სროლის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

სოხუმის ცენტრში, კაფე სან-რემოსთან 22 ნოემბერს მომხდარი სროლის საქმეზე, ერთ-ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს.

როგორც ე.წ. გენპროკურატურაში განაცხადეს, დაკავებულის ვინაობა, გამოძიების ინტერესიდან გამომდინარე არ საჯაროვდება.

22 ნოემბერს მომხდარი სროლის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის არის ე.წ. კანონიერი ქურდი ასტამურ აშბა. კიდევ ორი ადამიანი დაიჭრა.

ე.წ. გენპროკურატურამ საქმეზე ძებნაში ტყვარჩელის მკვიდრი ერიკ ჭკადუა გამოაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები