პაკისტანის ყოფილ პრეზიდენტს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს
პაკისტანის ყოფილ პრეზიდენტს, პერვეზ მუშარაფს, სახელმწიფო ღალატისთვის სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს.
ტელეარხის Samaa-ს ინფორმაციით, სპეციალური სასამართლოს კოლეგია, სამი ადამიანისგან შედგებოდა და განაჩენი ქვეყნის კონსტიტუციის მე-6 მუხლით იქნა გამოტანილი.
კანონის თანახმად, ნებისმიერი პირი, ვინც კონსტიტუციას „ძალის გამოყენებით, ან ძალის დემონსტრირებით“ არღვევს, სახელმწიფო ღალატშია დამნაშავე.
გამოძიების მიხედვით, მუშარაფი, რომელიც ქვეყნის მეთაურის თანამდებობას 2001-2008 წლებში იკავებდა, 2007 წელს სახელმწიფო ღალატი ჩაიდინა, როდესაც საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი შემოიღო და უზენაესი სასამართლოს წევრების დაპატიმრების ბრძანება გასცა.
პაკისტანის კანონმდებლობით სახელმწიფო ღალატი ისჯება ან სიკვდილით, ან სამუდამო პატიმრობით.