“სანათესაო იქით ჰყავს და მათი ნახვა უნდა ხოლმე” – რას ამბობენ მეზობლები ოკუპანტების მიერ დაკავებულ მოხუცზე

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები 96 წლის გორა ღარიბაშვილი სოფლიდან დაახლოებით 12 კილომეტრის მანძილზე მდებარე, სოფლის სასაფლაოდან დააკავეს. როგორც ადგილობრივები ,,რეგიონულ კვირასთან” საუბარში ყვებიან, გორა ღარიბაშვილის მხრიდან საოკუპაციო ზოლის გადაკვეთის პირველი მცდელობაა არაა. იგი გასულ წელსაც, ოკუპანტებმა ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. დაკავებული სოფელში რძალთან და შვილთან ერთად ცხოვრობს. ოჯახის წევრები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.
,,ხშირად იპარება ხოლმე სახლიდან. მისი ნათსავები იქით ცხოვრობენ. გადასვლა და მათი ნახვა უნდა ხოლმე. გადაუშვან ეს კაცი. არც იარაღი გადააქვს და არც წამალი. 96 წლისაა და ჯანმრთელად აღარაა. წარმოშობით, ოკუპირებული ქსნის ხეობიდანაა და უნდა იქაურობის ნახვა ხოლმე. შარშანაც დააკავეს. თუ არ ვცდები ეს მესამე დააკავებაა უკვე. როგორც ვიცით, სოფლის სასაფლაოდან დაუკავებიათ. სხვა ამ დროისთვის, მეტი არაფერი ვიცით”,- ამბობს დაკავებულის ერთ-ერთი მეზობელი რუსუდან მეტრეველი.
როგორც “რეგიონულ კვირას”სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, უწყებისთვის საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმაცია ცნობილია. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“, ასევე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები