“რედისონთან” გადაღებულ კადრებს, სადაც არასრულწლოვანზე ძალადობა ჩანს, ომბუდსმენის აპარატი გამოეხმაურა

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი “კურიერის” მიერ გავრცელებულ კადრებს გამოეხმაურა, სადაც ჩანს, როგორ ძალადობს მამაკაცი არასრულწლოვანზე ფიზიკურად.

სახალხო დამცველის მოადგილის, ეკა სხილაძის განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ შსს-მ აღნიშნულ ფაქტზე ეფექტური გამოძიება წარმართოს.

“სახალხო დამცველის აპარატი არ იყო ინფორმირებული მომხდარის შესახებ. ჩვენ მივმართავთ ყველა შესაბამის უწყებას. თუ საკითხი ეხება არასრულწლოვანს, ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვს, ცხადია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩართული უნდა ყოფილიყო სოციალური სამსახური, მათ უნდა მოეხდინათ რეაგირება. მნიშვნელოვანია ისიც, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ წარმართოს ეფექტური გამოძიება. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვახსენდება შემთხვევები, როდესაც მათ მიერ განხორციელებულ ძალადობაზე ეფექტურად გამოიძიეს ან შედეგი დადგა. ერთი მხრივ, თავად ეს ბავშვები იკავებენ თავს, რომ მიმართონ სამართალდამცავ უწყებას, იმ სტიგმიდან გამომდინარე, რაც მათ მიმართ არსებობს, მეორე მხრივ, მომხდარ ფაქტებზე ეფექტური რეაგირება ისევ გამოწვევას წარმოადგენს,”- განაცხადა ეკა სხილაძემ.

შეგახსენებთ, “კურიერმა” კადრები გაავრცელა, სადაც ჩანს, როგორ ძალადობს მამაკაცი არასრულწლოვანზე ფიზიკურად. კადრში ასევე ჩანს, როგორ იჭერს ერთ-ერთი მამაკაცი მოზარდს ხელით, მეორე კი მას ფეხს რამდენჯერმე ურტყამს. კადრები 15 დეკემბერს, სასტუმრო “რედისონთან” არის გადაღებული.

კადრები რუსთავი 2 :http://rustavi2.ge

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები