ოკუპანტებმა სასაფლაოზე მიმავალი 100-წლამდე მოხუცი დააკავეს
რუსმა სამხედროებმა, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი, 96 წლის გორა ღარიბაშვილი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, დაკავებული ოკუპირებულ სოფელ წუნევში სასაფლაოზე მისვლას ცდილობდა.
როგორც „კვირას“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, უწყებისთვის საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმაცია ცნობილია.
ინფორმაციის გადამოწმების მიზნით გააქტიურებულია „ცხელი ხაზი“, ასევე ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.