ბაღდათში ელია წინასწარმეტყველის სახელობის ბერიეთის ტაძრის რეაბილიტაცია დასრულდა

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ კაკასხიდში ელია წინასწარმეტყველის სახელობის ბერიეთის ტაძრის რეაბილიტაცია დასრულდა.
IX-ე საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენითი სამუშაოები, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს, საქველმოქმედო ფონდ “ქართუ”-ს მხარდაჭერითა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით განხორციელდა.
რეაბილიტირებული ტაძარი ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერმა არჩილ გოგსაძემ, კულტურის, ინფრასტრუქტურის, ადმინისტრაციული სამსახურების ხელმძღვანელებთნ და საკრებულოს დეპუტატებთნ ერთად დაათვალიერა. ტაძრის წინამძღვარმა მამა ეფრემმა მერს ბერიეთის მონასტერში ჩატარებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები გააცნო და სამომავლოდ განსახორციელებელ პროექტებზე ესაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები