გორის მერმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათები გადასცა
გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათები გადასცა. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
“გორის მუნიციპალიტეტისგან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სასურსათო პაკეტები გადაეცათ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს, ომის ვეტერან შშმ პირებს, უსინათლოებსა და სოციალური საცხოვრისების ბენეფიციარებს.
სააღდგომო საჩუქარს 400 – მდე ბენეფიციარი მიიღებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.