ჯუმბერ იზორიამ 12 შვილის დედას, ეთერ ოთხოზორიას აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საკუთარი სახელფასო ფონდიდან 500-ლარიანი ბარათი და ტკბილეული გადასცა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ იზორია, სოციალური სამსახურის უფროს კახა შელიასთან ერთად, სოფელ თაიაში მცხოვრებ 12 შვილის დედას, ეთერ ოთხოზორიას ესტუმრა. მერმა მას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით საკუთარი სახელფასო ფონდიდან 500-ლარიანი ბარათი და ტკბილეული გადასცა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჩხოროწყუს მერია ავრცელებს.

“აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, მერმა, საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაიასა და თავმჯდომარის პირველ მოადგილე კობა ჯიქიასთან ერთად, მრავალშვილიან დედებს მერიაში უმასპინძლა. შეხვედრისას მათ აღდგომის დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრად 500-500 ლარიანი ბარათები გადასცეს.
მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში კი, სააღდგომო ნობათს კიდევ 100 ბენეფიციარი მიიღებს. 100-ლარიანი სასაჩუქრე ბარათები გადაეცემათ მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფ ოჯახებს”,- წერია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები