ლანჩხუთის მერმა ,,უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის” ბენეფიციარებს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით სასურსათო კალათები გადასცა და დამდეგი დღესასწაული მიულოცა

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სასურსათო კალათები ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა პირველ მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად ,,უფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის” ბენეფიციარებს გადასცა და დამდეგი დღესასწაული მიულოცა.

,,გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. უფლის მფარველობას, მშვიდობას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას გისურვებთ,”- აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა.

ლანჩხუთის მერიის ინფორმაციით, სადღესასწაულო ნობათი უფასო სასადილოს 88 ბენეფიციარს გადაეცემა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები