ანდრაშ ლასლო: ევროპული მეინსტრიმი გულდაწყვეტილია, რომ ვიცე-პრეზიდენტი ჩამოვიდა ბუდაპეშტში, გამოვიდა სიტყვით, მხარი დაუჭირა ორბანს და კონსერვატიულ ალიანსს

ევროპული მეინსტრიმი გულდაწყვეტილია, რომ ვიცე-პრეზიდენტი ჩამოვიდა ბუდაპეშტში, გამოვიდა სიტყვით, მხარი დაუჭირა ორბანს და კონსერვატიულ ალიანსს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ანდრაშ ლასლომ, გადაცემაში „იმედი Live”, ჯეი დი ვენსის ბუდაპეშტში ვიზიტზე საუბრისას განაცხადა.

ლასლო მიიჩნევს, რომ პატრიოტები მსოფლიოს მასშტაბით ერთმანეთის გვერდით უნდა დადგნენ.

„ჩვენ ვხედავთ, რომ არასამთავრობოები, მასმედია მთავრობის წინააღმდეგ მიდიან, რომ უარი ათქმევინონ მემკვიდრეობაზე, ღირებულებებზე, დიდი წნეხი მიმდინარეობს. პატრიოტული მთავრობა მოვიდა აშშ-ში, ტრამპის ხელმძღვანელობით. ჩვენ 2010 წლიდან გვყავს პატრიოტული მთავრობა, ჩვენთვის უნგრეთი ნომერ პირველია და ბევრს ეს არ მოსწონს. ამერიკასთან ერთად ვიცავთ საერთო ღირებულებებს, გლობალისტური წნეხის ქვეშ ვართ, ამერიკელი კონსერვატორები ამას კარგად ხედავენ, ვიცავთ ჩვენს ქვეყნებს, ვიცავთ თავისუფლებას, ჩვენს ინტერესებს და შესაბამისად, ძალიან ბევრი გვაქვს საერთო, რომ ვებრძოლოთ მემარცხენეებს“, – განაცხადა ანდრაშ ლასლომ.

ლასლო დარწმუნებულია, რომ 12 აპრილის არჩევნებში ვიქტორ ორბანის პარტია გაიმარჯვებს.

„ევროპა არ გვაძლევს მილიარდ ევროს უნგრეთის განვითარებისთვის, ამაზე არავინ ჩივის, 1 მილიონი ევროთი გვაჯარიმებს დღეში ემიგრაციული პოლიტიკისთვის, საიდუმლო სამსახურები მუშაობენ უნგრელ ჟურნალისტთან, რომ მოხდეს ინფორმაციის გაჟონვა და დაზიანდეს მთავრობის რეპუტაცია, ამაზე არავინ საუბრობს, მაგრამ ძალიან წუხან, რომ დიდი ამერიკელი ლიდერი ჩამოვიდა ბუდაპეშტში და ჩამოიტანა მხარდაჭერა პრეზიდენტ ტრამპისა. თუ შევხედავთ სასწორს, ძალიან დიდია განსხვავება, ჩვენ დიდი მხარდაჭერა გვაქვს ამერიკისგან, ჩვენს ოპონენტებს შანტაჟის ტიპის მხარდაჭერა აქვთ ბრიუსელისგან. ჯეი დი ვენსმა ხაზი გაუსვა ბრიუსელის ჩარევას ჩვენს არჩევნებში. ევროკავშირში ეს არ მოსწონთ. უნგრელები აკრიტიკებენ თუ არა ჩვენს მთავრობას ამას მნიშვნელობა არ აქვს, მათ არ მოსწონთ უცხოური ჩარევა. ჩვენ კარგად მივიწევთ წინ და ველი, რომ კვირას არჩევნებს მოვიგებთ“, – განაცხადა ანდრაშ ლასლომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები