თეთრი სახლის ცნობით, ტრამპმა შესაძლოა ალიანსის ხელმძღვანელთან ნატო-ში წევრობის შეწყვეტის საკითხი განიხილოს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ნატო-ს მოკავშირეებმა „გამოცდას ვერ გაუძლეს“, როდესაც მან ირანთან ომი დაიწყო და მათ შეერთებულ შტატებს დახმარება არ გაუწიეს. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის პრესმდივანი, კეროლაინ ლევიტი ავრცელებს.

„და დავამატებდი, რომ საკმაოდ სამწუხაროა, რომ ნატო-მ ზურგი აქცია ამერიკელ ხალხს ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში, მაშინ, როდესაც სწორედ ამერიკელი ხალხი აფინანსებდა მათ თავდაცვას“, – დასძინა ტრამპმა, ლევიტის მიერ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე წაკითხული განცხადების თანახმად.

ტრამპი დღეს შუადღისას ოვალურ კაბინეტში ნატოს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს შეხვდება. ლევიტმა თქვა, რომ პრეზიდენტი მოუთმენლად ელის რუტესთან „ძალიან გულწრფელ და გულახდილ საუბარს“.

როდესაც ჰკითხეს, განიხილავს თუ არა აშშ კვლავ ნატო-დან გასვლას, ლევიტმა უპასუხა, რომ „ეს არის ის, რაზეც პრეზიდენტმა ისაუბრა და ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი რამდენიმე საათში გენერალურ მდივან რუტესთანაც განიხილავს“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები