ქუთაისში ხეების დარგვის აქცია გაიმართა
ქუთაისის მერიისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ქუთაისში ხეების დარგვის აქცია გაიმართა. ჭავჭავაძის გამზირზე 80-მდე ფოთლოვანი სახეობის – იფანის ნერგი ქუთაისის მერმა საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებთან ერთად დარგო.
აქციას თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაც შეუერთდა, რომლებიც ახალგაშენებული ნერგების მოვლა-პატრონობაზე თავად იზრუნებენ.
აქცია ეროვნული სატყეო სააგენტოს მხარდაჭერით გაიმართა, რომლის მიზანიც საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების და სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებაა. ქუთაისის მერის თქმით, მსგავსი აქტივობები ადგილობრივ თვითმართველობას ქალაქის სხვა უბნებშიც აქვს დაგეგმილი.