თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

„თელასის” ინფორმაციით, აღნიშნულის მიზეზი გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოებია.

ისნის რაიონი​ – 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კვეზერელი-კოპაძის, წურწუმიას, დედოფლისწყაროს, თელავის, ირბახის, ახმეტის, ქურხულისა და ბადიაურის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გლდანის რაიონი​ – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის I, III, V მიკრორაიონების, მუხიანის IVბ მიკრორაიონის, მუხიანის აგარაკების, წყაროთუბნის დასახლების, გლდანის ხევის დასახლების, წყაროთუბნის, გობრონიძის, ვაშაკიძის, სამთავროს, ვარდისუბნის, კალოუბნის, ხევისპირის, მწვანეს, ფარსმან II ქველის, მარინა ტაბატაძის, დავით ჯაბიძის, იაკობისა და კერესელიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.​ 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის III მიკრორაიონის მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი​ – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, თორნიკე ერისთავის, მექანიზაციისა და მაგნიტოგორსკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი​ – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნინო რამიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი – 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: პეკინის გამზირის მაცხოვრებლებს. 12:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონისა და ჟღენტის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი​ – 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: წითლანაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები