მამა ანდრია სარია: მიტროპოლიტმა გრიგოლმა მომახსენა, რომ შეურაცხყოფისა და დაუმორჩილებლობისათვის ჭყონდიდის ეპარქიიდან გათავისუფლებული ვარ
ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა, გრიგოლ კაციამ მომახსენა, რომ შეურაცხყოფისა და დაუმორჩილებლობისათვის ჭყონდიდის ეპარქიიდან გათავისუფლებული ვიყავი, – ამის შესახებ მამა ანდრია სარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა უკვე უწმინდესმა უნდა გადაწყვიტოს სად გააგრძელებს ის მღვდელმსახურებას.
“პირველი შეხვედრა გაიმართა ახლადდანიშნულ მიტროპოლიტ გრიგოლთან, რომელმაც მომახსენა, რომ შეურაცხყოფისა და დაუმორჩილებლობისათვის გათავისუფლებული ვიყავი ჭყონდიდის ეპარქიიდან და ამავე დროს ჩემი საკითხი გადაეცა სინოდალურ კომისიას. დღესვე შეიკრიბა სინოდალური კომისია, სადაც მღვდელმთავრები იყვნენ, ეს საუბარი ორმხრივად ჩაწერილია. მომეცა პირველი გაფრთხილება, ვრჩები სასულიერო პირის სტატუსში და ველოდები ოქმს. როგორც მითხრა სინოდალურმა კომისიამ, შეეკითხებიან მის უწმინდესობას თუ სად განმაჩენს მღვდელმსახურებისთვის”, – განაცხადა მამა ანდრია სარიამ.