გიორგი ვოლსკი: სუნის დაყენება “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების შემოსვლას დაემთხვა

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით პარლამენტის შენობაში მძაფრი, სპეციფიკური სუნის დაყენება “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების შესვლას დაემთხვა.

მისი თქმით, აღნიშნულის გამო რამდენიმე ადამიანი ცუდად გახდა.

“რისი სუნია ამას ვერ გეტყვით. ფაქტია, რომ მოძრაობა, სირცხვილია” თუ სხვა “კმარელები” საკმაოდ სერიოზულ ბრალდებებს იღებენ საკუთარ თავზე, ვინაიდან, რამდენიმე ადამიანი საკმაოდ სერიოზულად გახდა ცუდად.

სუნის დაყენება დაემთხვა “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების შემოსვლას, მე მათ ვუკავშირებ ამ ყველაფერს. მე დავინახე, რომ შემოვიდნენ, ნატო ჩხეიძეს მიუახლოვდნენ, შეიძლება გააფრთხილეს”, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

პარლამენტში, სხდომათა დარბაზში დასხმული გაურკვეველი ნივთიერების გამო, პასუხისმგებლობა მოძრაობა “სირცხვილიამ” აიღო.

ჯერჯერობით უცნობია, ნივთიერების შემადგენლობა, თუმცა უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე სხდომა შეწყდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები