თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით აღნიშნულის მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.

მათი ინფორმაციით, ისნის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ვაჟა ივერიელის, წინანდლის და ხახანაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამშენებლო დასახლების, ნავთლუღის-2 დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ქიზიყის, გიორგი ბერიაშვილის, მიხეილ გახოკიძის, ელენე მეტრეველის, რევაზ მამისაშვილის, ჭიჭინაძის, გრიგოლ ლორთქიფანიძის, ჯავახეთის, ზურაბ ბეგიაშვილის, პოლიციის და ქინძმარაულის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, V VI VII, VIII მიკრორაიონების, ილია ვეკუას და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის ქუჩის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გმირთა მოედნის, ელბაქიძის აღმართის, ვერეს შესახვევის, ნიკო ნიკოლაძის, ბოცვაძის, საქანელას, გალაკტიონ ტაბიძის, კოსტავას, ქუჩიშვილის, მიხეილ ჯავახიშვილის, ქიაჩელის, ვერიკო ანჯაფარიძის, მელიქიშვილის, იაკობ ნიკოლაძის, ახვლედიანის, ჯუღელის, შიო მღვიმელის და ფარნაოზ ლაპიაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები