თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
კომპანია „თელასის“ ცნობით, შეზღუდვა ვაკის და მთაწმინდის რაიონებში 10 საათიდან 18 საათამდე შეეხება: გოგებაშვილის, შანიძის, გალის, თერგის, პეტრიაშვილის, რჩეულიშვილის, ნათია ბაშალეიშვილის, ყიფშიძის (ნაწილობრივ), ატენის (ნაწილობრივ), ფალიაშვიის (ნაწილობრივ), ირაკლი აბაშიძის (ნაწილობრივ) და თამარაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, მერვე ლეგიონის დასახლების, აეროდრომის დასახლების I ქუჩის, შორაპნის II ქუჩის, საინგილოს, კახეთის ხევის, ლაღიძის, ნოე რამიშვილის, ჯავახეთის და ალექსანდრე წულუკიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), სააკაძის, ფიროსმანის, პეტრიწის, გიორგი ბერიაშვილის და მიხეილ გახოკიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში, 11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახახლების III მიკრორაიონის I კვარტლის, გურამიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, გურამიშვილის, დავით სარაჯიშვილის, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, თორნიკე ერისთავის, მექანიზაციის და მაგნიტოგორსკის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის III, IIIა, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), წყაროთ უბანის დასახლების, ხევისპირის, წყაროთუბნის, მწვანე, დავით ჯაბიძის, ფარსმან II ქველის, მარინა ტაბატაძის და ქერჩის ქუჩების მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება დიდი დიღმის III მიკრო რაიონის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცახდებს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები