გიორგი კახიანი – „ნაცმოძრაობა” კარგად ათვითცნობიერებს, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერასოდეს დაბრუნდება და რეაბილიტაციის შანსს რევოლუციურ სცენარებში ხედავს

„ნაციონალური მოძრაობა” კარგად ათვითცნობიერებს, რომ არჩევნების გზით ხელისუფლებაში ვერასოდეს დაბრუნდება და საკუთარი რეაბილიტაციის შანსს არეულობაში, დესტაბილიზაციასა და რევოლუციურ სცენარებში ხედავს. ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა ტელეკომპანია POSTV-ის თოქშოუში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან ერთად” განაცხადა.

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გამართული შეხვედრის მეორე რაუნდზე საუბრისას გიორგი კახიანი აცხადებს, რომ ვითარება გამოსავლისკენ წავიდა და დიპლომატიერი კორპუსის მონაწილეობის გარეშე ეს ვერ მოხერხდებოდა.

ამასთან, მისი თქმით, პოლიტიკურად რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მივიღოთ, ის სამართლებრივად უნდა იყოს სწორი.

„ერთი, რაც ცალსახად შემიძლია ვთქვა, ამ მოწვევის პარლამენტი კონსტიტუციაში ცვლილებებს ვერ განახორციელებს. გამოსავალი არის ერთი – საარჩევნო კოდექსი იმგვარად მოვაწესრიგოთ, რომ კონსტიტუციასთან იყოს შესაბამისი და ეს რეგულაციები ყველასთვის მისაღები იყოს. თუ კონსტიტუციაში ცვლილებას სჭირდება 113 ხმა, საარჩევნო კოდექსში სჭირდება 76 ხმა. ამის რესურსი არსებობს” – აცხადებს გიორგი კახიანი.
მისი თქმით, ოპოზიციამ თავისი თავი ჩიხურ მდგომარეობაში მოაქცია, როდესაც გადაწყვიტა, აქედან გამოსავალი გერმანული მოდელის შემოთავაზება ყოფილიყო.

„როგორც ჩანს, მათ არც ჰქონდათ სწორი წარმოდგენა იმაზე, რომ გერმანული მოდელი შეუსაბამოა კონსტიტუციასთან. საქართველოს კონსტიტუციაში სულ სხვა რამ წერია, გერმანული მოდელი სულ სხვა რამეს გვთავაზობს. ერთადერთი გამოსავალი ჩემი აზრით, არის ვიმსჯელოთ შერეული სისტემის საფუძველზე, რომელსაც კონსტიტუცია ადგენს და რომელიც არ შეიცვლება, როგორი წესით მოხდეს 73 მანდატის გადანაწილება. – განაცხადა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები