აწყურელი გიორგი აკოშვილი უკრაინის ჩემპიონი გახდა

ქალაქ დნეპროპეტროვსკში,  MMA-ს უკრაინის მასტერ ლიგის ჩემპიონატი გაიმართა.  შეჯიბრის გამარჯვებული, ახალციხელი გიორგი აკოშვილი გახდა. სპორტსმენი 84 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობს.

შეჯიბრში მონაწილეობას 100-მდე კონკურსანტი იღებდა. ახალციხელმა სპორტსმენმა უკრაინის სახელით იასპარეზა.

თავდაპირველად უკრაინელ მეტოქეს შეხვდა, რომელიც პირველივე რაუნდში, მახრჩობელა ილეთით დაამარცხა.

23 წლის სპორტსმენი ახალციხის სოფელ აწყურიდან არის. ის უკრაინაში საცხოვრებლად სამი წლის წინ გადავიდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები