შს მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი ოჯახში ძალადობის გამოძიების საკითხებზე ტრენინგის დახურვის ღონისძიებას დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო ცაციაშვილი და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი ოჯახში ძალადობის გამოძიების საკითხებზე გამართული ტრენინგის დახურვის ღონისძიებას დაესწრნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და მართლწესრიგის ოფიცრებმა აშშ-ს სახელმწიფო ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით გამართულ ტრენინგში – “ოჯახში ძალადობის გამოძიება” მიიღეს მონაწილეობა.
უწყების ცნობით, 5-დღიანი სწავლების ფარგლებში, ამერიკელმა ტრენერებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს, აღნიშნული დანაშაულის ეფექტიანად გამოძიების მიზნით, თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს.
აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეთ რუდმა სწავლების მონაწილეებს შესაბამისი სერტიფიკატები გადასცა.
​ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიურო (INL) მრავალი წელია, თანამშრომლობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და ახორციელებს პროექტებს ისეთ მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა: ოჯახში ძალადობა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ტრეფიკინგი, კიბერდანაშაული, საგზაო უსაფრთხოება, და სხვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები