თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება

დღეს, თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. კომპანია „თელასის“ ცნობით, ნაძალადევის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, ზესტაფონის, სერგი ჭილაიას, ვარდისუბნის, ქვიშხეთის და არბოს ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქვემო ალექსეევკის დასახლების, ალექსეევკის დასახლების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის, ვარკეთილი-3 დასახლების I, II, III მიკრორაიონების და მაისურაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 15 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის, კახეთის გზატკეცილის, ალვანის, ლომოურის, სამოქალაქოს, ცუცქირიძის, კარდენახის, აბდუშელიშვილის, შემოსავლის, ალექსანდრე წულუკიძის, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, რიგის, ჯავახეთის, შანდორ პეტეფის და 17 შინდისელი გმირის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრომშენის დასახლების, წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, აწყურის, ლეხ კაჩინსკის, კასპის, ტვიშის, უშაკოვის, ყვარლის, მთისძირის, ამირეჯიბის, მესხეთის, შალვა მშველიძის, წალენჯიხის, მიქელაძის, გეზათის, ტოლენჯის, რატილის, ქვის სახლის და მეტეხის ქუჩების მცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონში გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წერეთლის გამზირის, ლუბლიანას, გიორგი ტერევერკოს, მიხეილ ჭიაურელის და ჩაჩავას ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI, VII, VIII მიკრორაიონების და ომარ ხიზანიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 15 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის.

საბურთალოს რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, გიორგი ბრწყინვალეს და მეფე მირიანის ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სიფელი დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, გოძიაშვილის, გელოვანის და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია „თელასი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. მათი ცნობით, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები