ნათია თურნავა: დამხობა, რევოლუცია, რადიკალიზაცია, ეს არ არის ის მომავალი, რაც მოსახლეობას უნდა

“რადიკალიზაცია, პოლიტიკური ტურბულენტობა, დესტრუქცია, აზარალებს ქვეყანასა და ეკონომიკას.
ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ბიზნესმა, ქართულმა წარმოებამ, ნაკლებად იგრძნოს ეს ნეგატიური შედეგი”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, დამხობა და რევოლუცია არ არის ის, რაც საზოგადოებას სურს.

„ძალიან ნეგატიურად აღიქვამს ამას მოსახლეობა, დამხობა, რევოლუცია, რადიკალიზაცია, ეს არ არის ის მომავალი, რაც უნდა ჩვენს მოსახლეობას.
მოსახლოებას ადარდებს დასაქმება, ფასები, როდის აშენდება ახალი ობიექტები, ეს საკითხები არის ყურადღების ცენტრში და ყველაფერი, რაც ხელს უშლის შენებას, მათ შორის დამხობა რადიკალიზაცია და დესტრუქციული მოწოდებები, ეს არის ის, რასაც ცუდად აღიქვამს არა მხოლოდ მთავრობა, არამედ მთლიანად ქვეყნის მოსახლეობა. მინდა, ეს ყველა პოლიტიკოსმა გაიგოს.

​ჩვენ ყველანი პატივს ვცემთ გამოხატვის თავისუფლებას იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს ჯდება კანონმდებლობის მოთხოვნებში. ზოგადად რადიკალიზაცია, პოლიტიკური ტურბულენტობა, დესტრუქცია, აზარალებს ქვეყანასა და ეკონომიკას, მაგრამ კარგად ხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა, როგორც პასუხისმგებლიანი მთავრობა და ეკონომიკური ბლოკის სამინისტროები, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ბიზნესმა, ქართულმა წარმოებამ, ნაკლებად იგრძნოს ეს ნეგატიური შედეგი, არ დაფრთხნენ ინვესტორები, კომპანიები და პროცესი გაგრძელდეს წარმატებით, ეკონომიკა განვითარდეს. ამას ყველაფერს ვაკეთებთ, რადგან ის დესტრუქცია, რომელიც ბუნებრივია, გვაზარალებს და არ არის კარგი ინვესტორებისთვის არ იგრძნოს ქვეყანამ, ეკონომიკამ, მგონი, წარმატებულად ვახერხებთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები