ოდესაში კოლეჯში ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა (ფოტოკოლაჟი)
ოდესაში ეკონომიკის, სამართლისა და სასტუმრო-სარესტორნო ბიზნესის კოლეჯში, ძლიერი ხანძარი გაჩნდა, რომლის შედეგად ერთი ლექტორი გარდაიცვალა, 21 ადამიანი კი დაშავებულია.
ლექტორი ქალი საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში შეიყვანეს. დაშავებულები სტუდენტები არიან.
ცეცხლი 2 ათას კვ.მეტრზე იყო გავრცელებული.