ვარკეთილის მეტროსადგური ტექნიკური პრობლემის გამო, მგზავრებს ვერ ემსახურება
ვარკეთილის მეტროსადგური ტექნიკური პრობლემის გამო, დროებით, უსაფრთხოების მიზნით, მგზავრებს ვერ ემსახურება.
როგორც “კვირას”, სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, ქვესადგურში ტექნიკური გაუმართაობა იყო და შეიმჩნეოდა მცირედი დაკვამლიანებაც.
მათივე ცნობით, მეტრო მგზავრებს მხოლოდ მეტროსადგურ სამგორამდე ემსახურება.
“შემთხვევის ადგილას უკვე გასულია ენერგო ჯგუფი და ადგილზე ნახავენ ვითარებას. საგანგაშო არაფერი არ ხდება, თუმცა უსაფრთხოების მიზნით, მგზავრებს არ იღებენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით 5 საათისთვის მივიღეთ. როგორც კი აღმოიფხვრება პრობლემა, მოძრაობა და მგზავრების მიღებაც აღდგება”, -აცხადებენ კომპანიაში.