ანა დოლიძე: “ქართული ოცნება“ აპირებს, პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების კანდიდატების სია “გააპაროს“
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არსებობს ინფორმაცია რომლის მიხედვითაც “ქართული ოცნება” აპირებს, რომ ქვეყანაში შექმნილი დაძაბულობის ფონზე, პარლამენტში წარდგენილი უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეების კანდიდატების სია “გააპაროს”.
“არსებობს ინფორმაცია, რომ “ოცნება” აპირებს შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობის, პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების ფონზე ისევე, როგორც შარშან გააპაროს მოსამართლეთა სია. ჩვენ რა თქმა უნდა ეს არ უნდა დავუშვათ. დაუშვებელია ერთი კანდიდატის შეშვებაც კი უზენაეს სასამართლოში. არც ერთ კანდიდატს არასოდეს თავის პოზიციაში არ ამოუღია ხმა სისტემის წინააღმდეგ. მოვუწოდებ, ადვოკატებს, პროფესიულ საზოგადოებას, სტუდენტებს, იურიდიულ საზოგადოებას, სამოქალაქო საზოგადოებას მობილიზდეს და მაქსიმალური წნეხი განახორციელოს პარლამენტის წევრებზე”, – განაცხადა დოლიძემ.