ზესტაფონში საპატრულო პოლიციის თანამშრომელს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას ავტომობილი დაეჯახა და გარდაიცვალა.
პოლიციის თანამშრომელი საპატრულოს მანქანიდან გადმოდიოდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.
“ფერომედის” დირექტორის თქმით, მამაკაცს საავადმყოფოში შეყვანისას სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
როგორც “რეგიონულ კვირას” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილით დაიწყო. უწყების ცნობით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა და სამძებრო სამუშაოები გრძელდება.