“ევროპული საქართველოს” წევრები პარლამენტის კომიტეტებში თანამდებობებს ტოვებენ
პარლამენტის ფრაქცია “ევროპული საქართველოს” წევრები კომიტეტებში თანამდებობებს ტოვებენ. ამის შესახებ ინფორმაცია “კვირას” პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს.
კერძოდ, “ევროპული საქართველოს” წევრები ტოვებენ: ოთარ კახიძე იურიდიულ საკითხთა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს; სერგი კაპანაძე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, ასევე ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს; ლელა ქებურია და ლაშა დამენია რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს; ირაკლი აბესაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტს; ზურაბ ჭიაბერაშვილი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს; ზაზა კედელაშვილი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტს.