დავით მათიკაშვილი: ვერც ერთი გეგმა, რომლის მიზანი პარლამენტის ფუნქციონირებაში დესტრუქციის შემოტანაა ვერ განხორციელდება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, ვერც ერთი გეგმა, რომლის მიზანი პარლამენტის ფუნქციონირებაში დესტრუქციის შეტანაა ვერ განხორციელდება.
მისივე თქმით, პარლამენტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
“პარლამენტი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. ჩვენ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი გვაქვს განსახილველი, ბევრი კანონპროექტია ქვეყნისთვის აუცილებლად მისაღები. ყველა გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს რაიმე სახის დესტრუქციის შემოტანას პარლამენტის ფუნქციონირებაში, რა თქმა უნდა, განხორციელებული ვერ იქნება. ყველაფერი ის, რაც სცილდება კანონს და ექცევა სისხლის სამართლის ან სხვა რომელიმე კოდექსის ფარგლებში, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს მხრიდან ადეკვატური პასუხის ქვეშ იქნება“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.
აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებას დღესაც გეგმავენ.
დემონსტრანტების თქმით, წერტილოვანი დარტყმები გაგრძელდება და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ხელისუფლებას მაქსიმალური დისკომფორტი შეექმნას. აქციის მონაწილეები დეპუტატებს სირცხვილის კორიდორს უმზადებენ და აცხადებენ, რომ სესიის ჩატარების საშუალებას არ მისცემენ. საქართველოს პარლამენტის შესასვლელებთან დილიდან სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.