ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური: ვაჟა გაფრინდაშვილი ბაზაში, როგორც ვეტერანი, არ ირიცხება

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, ვლადიმერ იმნაძე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. მისი განცხადებით, ექიმი მათ ბაზაში როგორც ვეტერანი, არ ირიცხება.

„სამაჩაბლოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რაღაც უშიშროების სამსახურის მიერ, ჩვენი მოქალაქის, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების შესახებ და იმ განცხადებაზე, რომელიც გააკეთა სახელმწიფოს ვითომდა უშიშროების სამსახურმა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი იღებდა მონაწილეობას 2008 წლის საბრძოლო ოპერაციებში, ოფიციალურად ვაცხადებთ, მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილი ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის ბაზაში, როგორც ვეტერანი, არ ირიცხება“, – განაცხადა ვლადიმერ იმნაძემ.

შეგახსენებთ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში აქტიურად მონაწილეობდა, როგორც სამხედრო ექიმი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები